ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმა მნიშვნელოვანია
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტთა ნახევარმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მათ მომატებული აქვთ არტერიული წნევა, ვინაიდან არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომები და ნიშნები.2 სწორედ ამიტომ განიხილება ჰიპერტენზია, როგორც ჩუმი დაავადება და საერთაშორისო ჯანდაცვის პრობლემა. ერთადერთი საშუალება, ადამიანმა გაიგოს რომ აქვს ჰიპერტენზია, არის წნევის გაზომვა.
წნევის გაზომვა მარტივია, სწრაფი და უმტკივნეულო. ჩვეულებრივ, წნევა იზომება მკლავზე ელექტრონული მოწყობილობით. მანჟეტი მკლავს უჭერს რამოდენიმე წამით, და შემდეგ უშვებს. წნევის გაზომვისას მნიშვნელოვანია რამოდენიმე მარტივი წესის დაცვა, მაგ: მშვიდად ჯდომა, ფეხების იატაკზე დადება, და წნევის გაზომვამდე მინინუმ ერთი საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული საკვების მიღება.

ჰიპერტენზია გლობალური პრობლემაა, აღენიშნება 25 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 40%-ს.1
Reference:
1. Chow CK, et al. Prevalence, awareness, treatment, and control of hypertension in rural and urban communities in high-, middle-, and low-income countries. JAMA 2013;310:959-68.
2. World Health Organisation. A global brief on hypertension Silent killer, public health crisis. WHO 2013.
3. High blood pressure and pregnancy: Know the facts http://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/pregnancy-week-by-week/in-depth/pregnancy/art-20046098; Last accessed August 2017.